ყაბაყი რგოლებად დავჭრათ და ზეთში შევწვათ მაღალ ცეცხლზე. კვერცხი და არაჟანი ავთქვიფოთ, შევურიოთ ფქვილი, დაჭრილი მწვანილი და მარილი. საცხობ ფორმაში ყაბაყი, გახეხილი ყველი და მომზადებული სოუსი ფენა-ფენა მოვათავსოთ და 200 გრადუსზე გამოვაცხოთ. შეიძლება მოვამზადოთ მიკროტალღურ ღუმელშიც.