ყაბაყი გავფცქვნათ, თესლებისგან გავასუფთაოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. სქელძირიან ღრმა ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი პამიდორი და ტომატ-პასტა და კიდევ 5 წუთი გავაგრძელოთ შუშვა. დავუმატოთ გარეცხილი ბრინჯი ან ბულგური, 3 წუთის შემდეგ დაჭრილი ყაბაყი, დავამატოთ მარილი, დავუმატოთ წყალი, დავუწიოთ ტემპერატურას და ვადუღოთ 25 წუთი ბრინჯის მომზადებამდე. დავამატოთ დაკეპილი მწვანილი, სანელებლები და სუფრასთან მიტანისას ზემოდან მოვასხათ დაჭყლეტილი ნივრით შეზავებული ნატურალური იოგურტი ან მაწონი