აიღეთ ღრმა ტაფა, მოასხით ზეთი და შეწვით პატარა ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ფილე. დაბრაწვის შემდეგ გადაიტანეთ ქათამი ცალკე ჯამში. ამავე ტაფაზე მოთუშეთ ხახვი და დააყარეთ ბროკოლი. 2 წუთი დააფარეთ თავსახური და აცადეთ. შემდეგ დაასხით რძე, ხოლო როდესაც რძე ადუღდება, ჩაყარეთ მაკარონი. მაკარონის მოხარშვის შემდეგ დაამატეთ ქათამი, მოაყარეთ ოხრახუში, მარილი და პილპილი გემოვნებით.