წიწაკა გავასუფთავოთ და წვერები გავუჭრათ. გავრეცხოთ მწვანილი, შევამშრალოთ და დავჭრათ წვრილად ნიორთან ერთად. დავუმატოთ ძმარი და ზეთი. გემოვნებით დავუმატოთ შაქარი. ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ მარილი და მოვწალოთ წიწაკები, შემდეგ თუშფალანგზე გადმოვიღოთ. ტაფაში მოვათავსოთ წიწაკა, მოვასხათ მომზადებული მარინადი და ერთად მოვშუშოთ.