წიწაკა ზეთითა და ძმრით
დრო 120წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მწვანე წიწაკა - 2 კგ
  • ზეთი - 250 მლ
  • ძმარი - 1 ლ
  • მარილი - 1/4 ჭიქა
  • ნიახური - 1 კონა
  • ნიორი - 1 თავი
მომზადების წესები

წიწაკა გავასუფთავოთ და წვერები გავუჭრათ. გავრეცხოთ მწვანილი, შევამშრალოთ და დავჭრათ წვრილად ნიორთან ერთად. დავუმატოთ ძმარი და ზეთი. გემოვნებით დავუმატოთ შაქარი.
ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ მარილი და მოვწალოთ წიწაკები, შემდეგ თუშფალანგზე გადმოვიღოთ.
ტაფაში მოვათავსოთ წიწაკა, მოვასხათ მომზადებული მარინადი და ერთად მოვშუშოთ.