შინდს დავასხათ წყალი, რომ დაფაროს და მოვხარშოთ, შემდეგ სახეხზე გავხეხოთ და დავუმატოთ თავისი წვენი. შინდის მასაში კარგად ავურიოთ ფქვილი, მარილი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ხახვი და დავდგათ ცეცხლზე. წვნიანს ხარშვისას ვურიოთ, ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი და დანაყილი ნიორი.