შინდის შეჭამანდი
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შინდი - 1 კგ, მწიფე
  • ფქვილი - 3-4 ს/კ
  • ნიორი - 1 კბილი
  • ქინძი და პიტნა - 1 კონა
  • ხახვი - 1-2 თავი
  • მარილი და წიწაკა
მომზადების წესები

შინდს დავასხათ წყალი, რომ დაფაროს და მოვხარშოთ, შემდეგ სახეხზე გავხეხოთ და დავუმატოთ თავისი წვენი.
შინდის მასაში კარგად ავურიოთ ფქვილი, მარილი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ხახვი და დავდგათ ცეცხლზე. წვნიანს ხარშვისას ვურიოთ, ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი და დანაყილი ნიორი.