სიმინდის ფქვილს დავასხათ მინერალური წყალი და მოვზილოთ მჭადის ცომი, დავუმატოთ კვერცხი და განვაგრძოთ მოზელა. ყველი გავხეხოთ და ცომს შევურიოთ, საჭიროებისამებრ დავუმატოთ ცოტაოდენი მინერალური წყალი და აჯიკა. ცომი დავყოთ 10 გუნდად, სველი ხელებით მივცეთ სასურველი ფორმა და საშუალოდ გაცხელებულ ტაფაზე ზეთში შევწვათ. სუფრაზე გავიტანოთ ცხელი, კიტრის მწნილთან ერთად.