კვერცხის გულებს დავაყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ გათეთრებამდე. დავუმატოთ მასკარპონე და გავაგრძელოთ თქვეფა. ცალკე ჯამში ცილებისგან ამოვიყვანოთ ბეზე და ეს ორი მასა საკონდიტრო ნიჩბით გადავურიოთ ერთმანეთში. სავოიარდი ამოვავლოთ მომზადებულ ყავაში, ჩავასხათ მრგვალ ყალიბში, დავადოთ ზემოდან კრემი და მოვაყაროთ კენკრა. ასე გავიმეოროთ რამდენიმე ფენა. ბოლოს გვერდები "შევკრათ" სავოიარდით. ზემოდან გავაფორმოთ სურვილის მიხედვით.