ალუბლის მარტივი ნამცხვარი
+ N/A
ალუბლის მარტივი ნამცხვარი
დრო 80წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მანანის ბურღული - 1 ჭ
  • შაქარი - 1 ჭ
  • კეფირი - 1 ჭ
  • კვერცხი - 2
  • ფქვილი - 4 ს.კ
  • გაყინული ალუბალი - 200 გ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ
  • ვანილი
მომზადების წესები
კეფირი და კვერცხი ავთქვიფოთ, შევურიოთ მანანის ბურღული, შაქარი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილი. კარგად გადავურიოთ და 30 წუთი დავტოვოთ.

გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე.

ცხიმ წასმულ ფორმაში რიგრიგობით, ფენა-ფენა გავანაწილოთ ცომი და ალუბალი. შესაძლოა როგორც 1 მთლიანი, ისე ინდივიდუალური ფორების გამოყენება .
გამოვაცხოთ სანამ ოქროსფერ ქერქს არ გაიკეთებს