
ავურიოთ ერთმანეთში შაქარი და ფქვილი, დავასხათ ცივი რძე და გავხსნათ კარგად, შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე და
მუდმივი მორევით ვხარშოთ ადუღებიდან 3-5 წთ. ცხელშივე ჩავაგდოთ კარაქი და დავუმატოთ ვანილი. კრემი გავაცივოთ
ოთახის ტემპერატურაზე. ნამცხვრის ყალიბში დავალაგოთ ერთი ფენა „პეჩენია“, გადავუსვათ მომზადებული კრემი. ასე გავიმეოროთ ყველა ფენა. ზემოდან გადავუსვათ ნუთელა. გავაცივოთ მაცივარში 3-4 საათი.