ხორცი თხლად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და გრილზე შევწვათ. პამიდვრები შუაზე გავჭრათ. სალათის ფოთლები ჩავყაროთ სასალათეში, ზედ დავაწყოთ პამიდვრის ნაჭრები, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ლიმონის ცედრა, მოვასხათ ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. სალათა მივირთვათ მომზადებისთანავე.