ქონდარი, მარილი და ერთი დაფშვნეტილი დაფნის ფოთოლი ავურიოთ და იხვის ნაჭრებს წავუსვათ. მაცივარში 12 საათით შევდოთ.ამავდროულად ქლიავის ჩირი ღვინოში ჩავალბოთ.მეორე დღეს იხვის ნაჭრები ტაფაზე დავაწითლოთ, 2-3 კოვზი ცხიმი დავტოვოთ, დანარჩენი კი გადავღვაროთ. მოვშუშოთ ამ ტაფაზე ხახვი, დავამატოთ სტაფილო, შემედეგ იხვის ნაჭრები და ღვინო, რომელშიც ჩირი დავალბეთ.წამოდუღების შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ, თავზე დავაფაროთ და 1 საათი ვშუშოთ. ჩავამატოთ მეორე დაფნის ფოთოლიც. საჭიროების შემთხვევაში დავამატოთ ბულიონიბოლოს დავამატოთ მარილი და პილპილი