სენდვიჩი ისპანახით, კრემ-ყველით და მწყრის კვერცხით
სენდვიჩი ისპანახით, კრემ-ყველით და მწყრის კვერცხით
დრო 15წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

დაიწყო დღე უგემრიელესი ცხელი სენდვიჩითა და არომატული ყავით - რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი? გემრიელია, ლამაზი და სასარგებლო!

ინგრედიენტები

  • კრემ-ყველი ან მდნარი ყველი - 3 ს/კ
  • ტოსტის პური - 2 ნაჭერი
  • ისპანახი - 70 გ
  • მწყრის კვერცხი - 2 ცალი
  • კედრის კაკალი - 2 მწიკვი
  • ზეთი - 1 ს/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ტაფაზე გააცხელეთ 1 ს/კ ზეთი და ჩაყარეთ ისპანახი.
მოხრაკეთ საშუალო ცეცხლზე, თან ურიეთ 5 წუთის განმავლობაში.
მოხრაკული ისპანახი გააგრილეთ, შემდეგ შეურიეთ კრემ-ყველს, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
ტოსტის პურზე წაუსვით მიღებული გულსართის ნახევარი, გააკეთეთ პატარა ჩაღრმავება და ჩაახალეთ კვერცხი.
აცხევთ 10-15 წუთის განმავლობაში. მირთმევამდე მოაყარეთ კედრის კაკალი.
მიირთვით გემრიელად ცხელ-ცხელი!