ბისკვიტი - კვერცხის ცილას დავაყაროთ მარილი და ავთქვიფოთ ბეზეს მიღებამდე. დავუმატოთ შაქარი და თითო-თითო კვერცხის გულები. ბოლოს დავაცრათ ფქვილი და ვანილი და მსუბუქად ამოვურიოთ. საცხობ ფორმას მოვუსვათ კარაქი, ჩავასხათ ბისკვიტის მასა და გამოვაცხოთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით. კრემი - დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ კარგად, ნელ-ნელა ვუმატოთ შესქელებული რძე. მიღებულ კრემს ფრთხილად გადავურიოთ წინასწარ ათქვეფილი ნაღები. ბოლოს დავუმატოთ ქოქოსი და ამარეტო. კრემი გამოყენებამდე გავაჩეროთ მაცივარში 30 წთ. ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ, გადავუსვათ კრემი, დავადოთ ბისკვიტის მეორე ფენა, ისევ დავნამოთ და დავადოთ კრემი. გავაფორმოთ სურვილის მიხედვით.