სალიანკა ხორცით, ძეხვით, სოსისითა და ლორით
სალიანკა ხორცით, ძეხვით, სოსისითა და ლორით
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ეს კერძი ყველასათვის კარგად ნაცნობი „სალიანკის“ ინტერპრეტაციაა, რომელიც გულგრილს ვერც ერთ გურმანს ვერ დატოვებს.
თუ ხორცთან ერთად სოსისს, ძეხვსა და ლორს გამოიყენებთ, ძალიან საინტერესო და განსხვავებულ გემოს მიიღებთ.

ინგრედიენტები

  • საქონლის ან ღორის რბილი ხორცი - 400 გ
  • რძიანი სოსისი - 4 ცალი
  • მოხარშული ძეხვი - 200 გ
  • ლორი - 200 გ
  • მჟავე კიტრი - 4 ცალი
  • ხახვი - 1 ცალი
  • ოხრახუში - 1 კონა
  • ტომატპასტა - 2 ს/კ
  • დაფნის ფოთოლი - 3-4 ცალი
  • ზეთისხილი, უკურკო - 1 ქილა
  • დაფქული წითელი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები

მოხარშეთ ხორცისგან ბულიონი. ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები.
დაჭერით მოხარშული ხორცი, ასევე ლორი, ძეხვი, სოსისი და ზეთისხილი. წვრილად დაჭერით მჟავე კიტრი, ხახვი და ოხრახუში და მოხრაკეთ ყველაფერი ტომატპასტაში 10 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ სოსისი, ხორცი, ძეხვი, ლორი, ზეთისხილი, კვლავ ხრაკეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ დაასხით ბულიონი და მიიყვანეთ ადუღებამდე.