ხახვი წვრილად დავჭრათ, დავასხათ ზეთი, დავუმატოთ ხორცის ფარში და 0,5 ჭიქა წყალი. როდესაც წყალი დაშრება და ფარში მოიშუშება, დავუმატოთ დაჭრილი სოკო, მარილი და წიწაკა. 5-6 წუთის შემდეგ დავაყაროთ ქონდარი, დაჭრილი შაშკვლავი და ნიორი. კარგად ამოვურიოთ და დავასხათ პამიდვრის პიურე. შესქელებამდე ვშუშოთ. ფარში გავაცივოთ და ბლენდერით დავაქუცმაცოთ (სასურველია გამოვიყენოთ ხელის ბლენდერი). 200 მლ რძეში გავთქვიფოთ კვერცხის გულები. ტაფაზე გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ფქვილი და 1 წუთის განმავლობაში ვშუშოთ, შემდეგ დავასხათ ჯერ რძე, შემდეგ კი კვერცხარეული რძე და ადუღებამდე ვურიოთ, სანამ შესქელდება. შევანელოთ მარილითა და ჯავზით.ფორმაში ჩავასხათ ცოტა ბეშამელის სოუსი, დავაწყოთ ლაზანიას ფენები და ზემოდან გადავანაწილოთ ხორცის ფარში. მოვაყაროთ ყველი და კვლავ სოუსი მოვასხათ. ასე გავაკეთოთ დანარჩენი ფენებიც. ბოლო ფენად დავაწყოთ ლაზანია, მოვასხათ დარჩენილი სოუსი და მოვაყაროთ ყველი. ლაზანია გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, სანამ ზემოდან არ დაიბრაწება.