დატენილი გოგრა ბრინჯით
დატენილი გოგრა ბრინჯით
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • გოგრა - 1 ცალი, საშუალო ზომის
  • თეთრი გრძელი ბრინჯი - 150 გ
  • წითელი ბრინჯი - 100 გ
  • შავი ბრინჯი - 100 გ
  • ვაშლი - 1 ცალი
  • კომში - 1 ცალი
  • ლიმონის ცედრა
  • ვანილი
  • დარიჩინი
  • კარაქი - 80 გ
მომზადების წესები

გოგრა გავჭრათ შუაზე, გული ამოვუღოთ, დავდოთ საცხობ ტაფაზე, რომელზეც ცოტა წყალს დავასხამთ და შევდგათ 200 გრადუსზე ღუმელში დაახლოებით 30-40 წთ.
ცალკე მოვხარშოთ სამნაირი ბრინჯი, დავუმატოთ კუბებად დაჭრილი ვაშლი და კომში, დავახეხოთ ლიმონის ცედრა, მოვაყაროთ ვანილი, დარიჩინი და ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. ამოვავსოთ გოგრა ამ მასით, თან შიგადაშიგ ჩავდოთ კარაქი, შევაბრუნოთ ღუმელში და გავაჩეროთ 15 წთ.

ტეგები:
ბრინჯი გოგრა ნანახია: 5800