სოსისები გავჭრათ შუაზე. წიწაკებს ამოვაცალოთ თესლი და წვრილად დავჭრათ. 2-3 წუთის განმავლობაში მოვშუსოთ ზეთში. კარტოფილი გავფცქვნათ და მოვხარშოთ, შემდეგ ცოტაოდენ თავისსავე ნახარშსა და კარაქთან ერთად ჩავზილოთ, დავუმატოთ მოშუშული წიწაკა და ნახევარი დაჭრილი კამა. სოსისები შევბრაწოთ ზეთში. კარტოფილის პიურე გადავიტანოთ საცხობ ფორმაში, ზედ დავაწყოთ სოსისები და 10 წუთით შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. სუფრაზე გატანის წინ მოვაყაროთ დაჭრილი კამა.