გოგრას მოვაჭრათ ზედა ნახევარი, ფრთხილად ამოვაცალოთ თესლი და 80-100 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში, დავუმატოთ დაჭრილი გოგრის რბილობი და 2-3 წუთი ვშუშოთ. დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაფაროს და მოვხარშოთ. შევურიოთ ყველი და სანელებლები. მასა ბლენდერში ავთქვიფოთ და გამომცხვარ გოგრაში ჩავასხათ. წვნიანს უნდა ჰქონდეს კრემისებური კონსისტენცია. ზემოდან მოვასხათ ნაღები ან არაჟანი, მოვაყაროთ მოხალული გოგრის თესლი და მოვრთოთ მწვანილით.