ტორტი მოცვის სუფლეთი
ტორტი მოცვის სუფლეთი
დრო 1440წთ
ულუფა 12
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქრის პუდრა - 2 ს.კ
  • ნაღები 32% -36% - 300 გ
  • წყალი - 20 მლ
  • კვერცხის გული - 2
  • შაქარი - 60 გ
  • კრემ-ყველი - 275 გ
  • შაქრის პუდრა - 3 ს.კ
  • ვანილი
  • -------------------------
  • მეორე კრემისთვის:
  • ნაღები 32% -36% - 300 გ
  • მოცვი - 280 გ
  • მოცვის სუფლესთვის:
  • -------------------------
  • მარილი
  • ვანილი
  • -------------------------
  • გამდნარი კარაქი - 5 ს.კ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ
  • ფქვილი - 200 გ
  • შაქარი - 300 გ
  • კვერცხი - 6
  • ბისკვიტისთვის:
  • მინანქარი
  • ნაღები 32% -36% - 80 გ
  • კაკაო - 30 გ
  • შაქარი - 90 გ
  • ჟელატინი - 6 გ
  • წყალი - 100 მლ
მომზადების წესები
კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ. ცილას დავაყაროთ მარილი და ვთქვიფოთ. დავამატოთ შაქარიც და მოვამზადოთ მკვრივი ბეზე. ხელის სათქვეფით, მიქსერის გარეშე შევურიოთ გულები, დავაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი და ფრთხილად ავურიოთ. ბოლოს დავუმატოთ ცხიმს.
24 – 26 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავფინოთ ქაღალდი ძირზე, წავუსვათ ცხიმი და ჩავასხათ ცომი. გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე, სანამ გული არ გამოცხვება.

სუფლე: ჟელატინი დავალბოთ ინსტრუქციის მიხედვით.
მოცვი ავთქვიფოთ ბლენდერით, გავატაროთ მსხვილ საწურში მსხვილი ნარჩენების მოსაცილებლად.
ნაღები ავთქვიფოთ პუდრთან და ვანილთან ერთად, ჟელატინს გადავუწუროთ ზედმეტი წყალი, გავადნოთ და შევურიოთ ნაღებს მოცვის პიურესთან ერთად.
ბისკვიტი გადავჭრათ სამ ნაწილად. ფენებს შუა წავუსვათ კრემ-სუფლე და შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათით. სუფლე რომ გამაგრდება, მოვამზადოთ მეორე კრემი.
მეორე კრემი: შაქრითა და წყლით მოვამზადოთ სიროფი, ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 3-4 წუთი. პარალელურად ავთქვიფოთ კვერცხის გულები მიქსერით და დავასხათ მდუღარე სიროფი. ვთქვიფოთ რამდენიმე წუთი, მივიღებთ მსუბუქ, ჰაეროვან მოთეთრო მასას. შევათქვიფოთ კრემ-ყველი. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები პუდრასთან ერთად. შემდეგ შევაერთოთ ეს ორი მასა. ეს კრემი წავუსვათ ტორტს გვერდებზე და ზემოდან.. შევაბრუნოთ მაცივარში გასაცივებლად. მინანქრის დასხმამდე, კრემი კარგად უნდა გაცივდეს და ზედაპირი გაუმაგრდეს.
მინანქრისთვის 4 წუთი ვადუღოთ წყალი და შაქარი. გადმოვიღოთ ცეცხლიდან, ოდნავ გავაგრილოთ და ჩავადნოთ შიგნით ჟელატინი. შევურიოთ ნაღები და კაკაო. გავწუროთ, გავაცივოთ და დავასხათ ტორტზე რამდენიმე ფენად.

რჩევა
მეტი კომფორტისთვის, კარგი იქნება თუ ორ სხვადასხვა ზომის გვერდებმოსახსნელ ფორმას გამოვიყენებთ. 1 ტორტის ზომის, რაშიც გამოვაცხვეთ, სუფლეს დასხმის დროს გამოგვადგება. შემდეგ გადავიტანთ მეორე, დიდი ზომის ფორმაში, დავასხამთ მეორე კრემს და მაცივარში შევდებთ.