კექსი „Twix“
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

თუკი გიყვართ შოკოლადის ბატონები “Twix”, მაშინ აუცილებლად მოგეწონებათ ეს კექსი. განსხვავებული ცომი, ნაზი გულსართი და შოკოლადი - აი, ამ უგემრიელესი ნამცხვრის გემოს საიდუმლოებები.

ინგრედიენტები

ბისკვიტი:
  • კვერცხი - 4 ცალი
  • სიმინდის სახამებელი - 60 გ
  • ფქვილი - 60 გ
  • შაქარი - 250 გ
  • გამაფხვიერებელი - 4 გ
  • ვანილის შაქარი - 1 შეკვრა
  • მწიკვი მარილი
  • კარაქი - 10-15 გ
მინანქარი:
  • შესქელებული რძე (უშაქრო) - 100 მლ
  • რძიანი შოკოლადი - 150 გ
  • კარაქი - 30 გ
  • შესქელებული რძე - 200 გ
მომზადების წესები

გააცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან. ათქვიფეთ კვერცხის გული შაქართან ერთად გათეთრებამდე. დაუმატეთ სიმინდის სახამებელი, გამაფხვირებელი და ფქვილი და განაგრძეთ თქვეფა. 
ცალკე ათქვიფეთ ცილი მწიკვ მარილთან ერთად მკვრივი ქაფის მიღებამდე. დაუმატეთ ათქვეფილი ცილა ცომის ძირითად მასას და აურიეთ ხის კოვზით.
ცომი გადაიტანეთ კარაქწასმულ და ფქვილმოყრილ კექსის ფორმაში. მოაყარეთ ზემოდან ვანილის შაქარი და აცხვეთ წინასწარ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათი.
ამასობაში მოამზადეთ გულსართი და მინანქარი. პატარა ქვაბში ჩდეთ კარაქი და 2 სახეობის შესქელებული რძე. დადგით მაღალ ცეცხლზე, გამუდმებით ურიეთ, სანამ მასა არ მოიმატებს მასაში.
მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ გამომცხვარ კექსზე. შემდეგ გაადნეთ რძიანი შოკოლადი მიკროტალღურ ღმელში ან წყლის აბაზანაზე. მოასხით კექსს გამდნარი შოკოლადი და მოათავსეთ მინიმუმ 1 საათით მაცივარში.