ფორთოხლის ფრეში და ჟელატინი მოვათავსოთ ჯამში და გავაჩეროთ 5 წთ. შემდეგ დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე, თან მუდმივად ვურიოთ. დავუმატოთ შაქარი და ჩავასხათ ფორმებში ნახევრამდე. შევდგათ მავიცარში. სანამ ბოლომდე გამყარდება. ჟელატინს დავასხათ ცივი წყალი და გავაჩეროთ 10 წთ. ნაღებს შევურიოთ შაქრის პუდრი, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. გადმოვდგათ და დავუმატოთ ჟელატინი, ვურიოთ, სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გაიხსნება. დავუმატოთ ვანილი და ფორთოხლის ჟელეს ზემოდან მოვასხათ. გავაცივოთ, სანამ კარგად გამყარდება.