კომშები შუაზე გავჭრათ და ამოვაცალოთ გულები. ქათმისა და ღორის ფარში ავურიოთ, დავუმატოთ ცხვრის დუმა, დანაყილი ნიორი, დაკეპილი ხახვი, სანელებლები და კვერცხის გული. ხორცის ფარში ჩავდოთ კომშებში, ჩავაწყოთ ფორმაში და ძირზე დავასხათ წყალი. კომშები შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ კომში დარბილდება და ხორცი დაიბრაწება.