სალათა „მიმოზა“ თინუსით
დრო 45წთ
ულუფა 5
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ალბათ უკვე არჩევთ საახალწლოდ რეცეპტებს. ყველას გვინდა, ეს დღე განსაკუთრებული იყოს, სუფრაზე გვქონდეს გამორჩეულად გემრიელი და ლამაზი კერძები. ეს პოპულარული სალათა ბევრმა იცის, თუმცა, ამ ვარიაციით, ვფიქრობთ, ჯერ არ მოგისინჯავთ.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 4 ცალი
  • სტაფილო - 2 ცალი
  • კვერცხი - 5 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • კარაქი - 100 გ
  • თინუსის კონსერვი - 240 გ
  • მაიონეზი - გემოვნებით
  • კამა - გემოვნებით
  • შტოში - მოსართავად
მომზადების წესები

წინასწარ მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, სტაფილო და კვერცხი.
გადაუღვარეთ თინუსის კონსერვს ზედმეტი სითხე. მოათავსეთ თეფშზე და დაძენძეთ ჩანგლით.
გაფცქვენით ხახვი და დაჭერით წმინდად. გაფცქვენით კვერცხი, გააცალკევეთ ცილა და გული. გული გაქენით ჩანგლის მეშვეობით, ხოლო ცილა გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
გაფცქვენით კარტოფილი და სტაფილო, გახეხეთ მსხვილად.
აიღეთ სასალათე თეფში, ძირზე დააფინეთ სალათის ფოთლები, ზემოდან დაადეთ ფორმის მისაცემბი წრე.
სალათის ფოთლებზე მოათავსეთ კარტოფილის ფენა, წაუსვით მაიონეზეი, ზემოდან გაანაწილეთ სტაფილო, საუწვით მაიონეზი, შემდეგ თუნუსი, კვლავ მაიონეზეის ფენა.
შემდეგ გახეხეთ გაყინული კარაქი და ფრთხილად გაანაწილეთ სალათზე ჩანგილის მეშვეობით, მოაყარეთ დაჭრილი ხახვი. ზემოდან გაუკეთეთ მაიონეზის ბადე.
შემდეგი ფენა იქნება ცილა, შემდეგ კვლავ მაიონეზის ბადე და ბოლო ფენა - გაქნილი კვერცხის გული. სურვილისამბრ, გადაუსვით ბოლოს მაიონეზი.
დაატრიალეთ ფრთხილად ფიგურალური წრე, დანის მეშვეობთ მოაცილეთ სალათის კედლებს და მოხდენით წრე.
გილოცავთ, ულამაზესი სალათა „მიმოზა“ თინუსით მზად არის. მოათავსეთ მაცივარში 2 საათით. სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ დაჭრილი კამითა და შტოშით.
გემრიელად მიირთვით!
 

ტეგები:
თინუსი სალათა სალათა "მიმოზა" ნანახია: 3639