თავდაპირველად მოამზადეთ ცომი. ჩაასხით ქვაბში წყალი, ჩაჭერით კარაქი და დაუმატეთ მარილი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ, სანამ კარაქი ბოლომდე არ გადნება. არ აადუღოთ! როგორც კი კარაქი გადნება, გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან. დაუმატეთ ფქვილი და კარგად ურიეთ. შემდეგ დააბრუნეთ მასა ცეცხლზე და ხარშეთ იქამდე, სანამ ცომი ბურთივით არ გახდება. ამას დაახლოებით 3 წუთი დასჭირდება. ქვაბის ფსკერზე გაიკეთებს ფუფხს. გადაიტანეთ ცომი ღრმა ჯამში და შეურიეთ სათითაოდ კვერცხი. ყურადღება მიაქციეთ, ცომი არ უნდა გათხელდეს. ეს პროცესი უმჯობესია ხის ნიჩბით გააკეთოთ და არა მიქსერით. უნდა მიიღოთ სქელი, ერთგვაროვანი და პრიალა ცომი. გადაიტანეთ ცომი პერგამენტდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე. შეგიძლიათ კოვზით დასვათ, ან საკონდიტრო შპრიცით, რომ ცომს პატარა გორაკები გაუკეთოთ. რაც მეტი არეულობაა - მით ლამაზი გამოდის. თუმცა, შეგიძლიათ სწორი ზედაპირის ბისკვიტი გამოაცხოთ. აცხვეთ 35 წუთი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ამ ხნის განმავლობაში ღუმელის კარს ნუ გამოაღებთ. სანამ ბისკვიტი ცხვება, მოამზადეთ კრემი. კარაქი ადრევე გამოიღეთ მაცივრიდან, რომ დარბილდეს. ქვაბში შეათბეთ 100 მლ რძე. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ფქვილი, სახამებელი და კარგად აურიეთ, რომ მთლიანად გაიხსნას ფქვილი. დაუმატეთ დარჩენილი რძე, შაქარი და ვანილის შაქარი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ, სანამ არ გასქელდება. თან შეუჩერებლად ურიეთ. მოხარშული კრემი გადაიტანეთ ჯამში, გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და გააცივეთ. შემდეგ მიქსერით ან ხელის ზამბარით ათქვიფეთ კარაქი და პატარ-პატარა ულუფებით დაუმატეთ მხაორშული კრემი, თან ურიეთ. გამომცხვარი და გაცივებული ბისკვიტი გაჭერით შუაზე და სქელ ფენად წაუსვით კრემი ერთ ფენას. ბისკვიტი უნდა გაჭრათ სიგრძეზე და არა სიგანეზე. თუ პატარა ფორმა გაქვთ, გამოაცხვეთ 2 ბისკვიტი. დააფარეთ ბისკვიტის მეორე ნაწილი, არ დააწვეთ. მოაყარეთ შაქრის პუდრა და მოათავსეთ მინიმუმ ერთი საათით მაცივარში.