მოხალეთ მშრალ ტაფაზე ნიგოზი, მოახილეთ კანი და დააქუცმაცეთ. მოათავსეთ ღრმა ჯამში კარაქი, მიქსერით ათქვიფეთ 150 გ შაქრის პუდრასთან ერთად სქელი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიგოზი და ფქვილი. კარგად აურიეთ, სანამ ცომი ერთგვაროვანი არ გახდება. გააკეთეთ ცომისგან გუნდა, გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ 1 საათით მაცივარში. გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე, გააკეთეთ ცომისგან ნახევარმთვარის ფორმები და მოათავსეთ პერგამენდაფენილ ლითონის ფირფიტაზე. აცხვეთ 15 წუთი. შემდეგ გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელ ჩაისსმას გისურვებთ!