ტაფაზე დავასხათ ზეთი და შევწვათ ქათმის ფილე ორივე მხრიდან. შემდეგ ამოვიღოთ ცალკე თეფშზე და იმავე ტაფაზე შევბრაწოთ ნიორი, დავუმატოთ ნაღები, ბულიონი, სუნელები და გახეხილი პარმეზანი. ვადუღოთ და განუწყვეტლივ ვურიოთ მასის გასქელებამდე, დაახლოებით 5-7 წთ. დავუმატოთ დაჭრილი ისპანახი და გამომშრალი პამიდორი. ტაფაში ჩავაბრუნოთ ქათმის ფილე და წამოვადუღოთ რამდენიმე წუთით. შევკაზმოთ მარილით და პილპილით.