პური ლუკმისოდენა ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და შევბრაწოთ ცხელ ზეთში. შეწვისას დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი.ქათმის ბარკალს გადავაცალოთ კანი და კუბებად დავჭრათ.პატარა კუბებად დავჭრათ კიტრის მწნილი. ბარდა გადავწუროთ და წყალი გადავავლოთ.ყველა ინგრედიენტი ერთად ავურიოთ, მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი და რეჰანი. სალათას მოვასხათ ზეთი, ძმარი და მომზადებისთანავე მივიტანოთ სუფრაზე.