ცივი ჩაი პიტნითა და ვაშლით
ცივი ჩაი პიტნითა და ვაშლით
დრო 120წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნედლი პიტნა - 1 კონა
  • შავი ჩაი - 10 გ
  • მწვანე ვაშლი - 1 ცალი
  • ლიმონი - 1/2
  • შაქარი - 60 გ
მომზადების წესები
1.5 ლ წყლით დავაყენოთ ჩაი, ცხელივე გავწუროთ, დავამატოთ პიტნის ფოთლები და შაქარი. ვაშლს გული ამოვაცალოთ, მსხვილად დავჭრათ და ჩავამატოთ ჩაიში ლიმონთან ერთად.

თავზე დავაფაროთ და გაგრილება ვაცალოთ. შემდეგ მაცივარში გავაციოთ.

მივირთვათ ცივი ყინულითა და ლიმონის ნაჭრებით.
ტეგები:
ლიმონი ვაშლი ჩაი ნანახია: 5985