ნამცხვარი "ჩიტის რძე"
დრო 180წთ
ულუფა 12
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

ცომი:
  • კვერცხი - 4 ცალი
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • გამდნარი და შეგრილებული კარაქი - 20 გ
  • სოდა ძმრით - 1 ჩ/კ
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი ვანილი
  • ფქვილი - 5-6 ჭიქა
კრემი:
  • რძე - 1 ლ
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კარაქი - 100 გ
  • ვანილი
  • შოკოლადის მინანქარი
მომზადების წესები

ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, თანდათან დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები ფქვილის გარდა და ორთქლის აბაზანაზე
15-20 წუთი ვხარშოთ, შემდეგ შევურიოთ ფქვილი, რამდენსაც შეიზელს, დავყოთ 3 ნაწილად, გავაბრტყელოთ თხლად და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ. კრემის ყველა ინგრედიენტი კარაქის გარდა ავთქვიფოთ და მოვხარშოთ შესქელებამდე, შეგრილებულს შევათქვიფოთ კარაქი. კრემი ნამცხვარს ფენაფენა წავუსვათ, ბოლოს მოვასხათ მინანქარი. იხ. შოკოლადის მინანქრის რეცეპტი 

ტეგები:
ნამცხვარი ჩიტის რძე ნანახია: 5866