გაახურეთ 1 ჩ/კ ზეთი ტაფაზე, მოხრაკეთ წმინდად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. დაუმატეთ წიწიბურა და პაპრიკა, ზემოდან დაალაგეთპატარა კუბიკებად დაჭრილი ქათმის ფილე, დაასხით წყალი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, დააფარეთ თავსახური და თუშეთ 20-25 წუთი, სანამ წიწიბურა და ქათმის ფილე ბოლომდე არ მოიხარშება. გემრიელად მიირთვით!