გაფცქვენით და დაჭერით ხახვი ალყა-ალყა, მოხრაკეთ ზეთში. ასევე დაჭერით სტაფილო და ისიც მოხრაკეთ ხახვთან ერთად. დაძენძეთ ან დაჭერით წვრილად მოხარშული ან შემწვარი ქათმის ფილე. დაჭერით მჟავე კიტრი პატარა კუბიკებად. გახეხეთ მსხვილად მაგრად მოხარშული კვერცხი. აურიეთ ერთმანეთში ყველა მომზადებული ინგრედიენტი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და მოასხით გემოვნებით იოგირტი, არაჟანი ან მაიონეზი. გემრიელად მიირთვით!