ერთმანეთში აურიეთ ხორცის ფარში, მოხარშული და გაწურული წიწიბურა, წმინდად დაჭრილი ხახვი, პრესში გატარებული ნიორი, ორეგანო, მარილი და პილპილი. ტომატპასტა გახსენით წყალში, დაუმატეთ მარილი, პილპილი და ორეგანო. ფარშისგან გააკეთეთ ტეფტელები და შეწვით ბევრ ზეთში ყველა მხრიდან. ჩაალაგეთ ტეფტელები ტუჯის ქვაბში, დაასხით მომზადებული ტომატპასტა, დააფარეთ თავსახური და თუშეთ საშუალო ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!