მოხარშეთ ლობიო კარგად, გადაიტანეთ საწურზე. ნახარში შეინახეთ. ხახვი გაფცქვენით, დაჭერით ალყა-ალყა.. გაახურეთ ტაფაზე ზეთი და მოხრაკეთ ხახვი2 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ ლობიო და ხრაკეთ 5 წუთის განმავლობაში. ლობიოს ნახევარი გადაიტანეთ თეფშზე, ჩასრისეთ და დააბრუნეთ ისევ ტაფაში. აურიეთ, დაუმატეთ სუნელები, ქონდარი და ძმარი. დაუმატეთ ლობიოს ნახარში და გაათხელეთ. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში. გაფცქვენით ნიორი და გაატარეთ პრესში. ქინძი გარეცხეთ და დაჭერით. გადმოდით ლობიო ცეცხლიდან, დაუმატეთ ნიორი და ქინძი, მარილი და პილპილი გემოვნებით. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ნიგოზი. გემრიელად მიირთვით!