ორცხობილები გრილიაჟით
ორცხობილები გრილიაჟით
დრო 45წთ
ულუფა 7
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

რჩევა: ნიგოზი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თხილით, ან ნუშით.

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 300 გ
  • შაქარი - 140 გ
  • წყალი - 1 ს/კ
  • ნიგოზი - 150 გ
  • ნაღები - 40 გ
  • კარაქი - 240 გ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • მზესუმზირის მარცვლები - 100 გ, გარჩეული
  • თაფლი - 50 გ
მომზადების წესები

გაცერით ფქვილი, დაუმატეთ 100 გ შაქარი, 200 გრამი გახეხილი ან კუბიკებად დაჭრილი კარაქი.

ჩაასხით ცივი წყალი, ჩაახალეთ კვერცხი და მოზილეთ ცომი.

გააკეთეთ ცომისგან გუნდა, გაახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით.

შემდეგ გააბრტყელეთ ცომი 55 მმ სისქის ფირფიტად და ამოჭერით ჭიქის მეშვეობით ან სპეციალური ფიგურით წრეები.

დაალაგეთ ცომის წრეები პერგამენტდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე, მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 10 წუთი.

პატარა ქვაბში ჩაასხით ნაღები, დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, თაფლი და კარაქი.

დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ მასა ადუღებამდე, თან ურიეთ. ადუღების შემდეგ ხარშეთ 3-4 წუთი. დაუმატეთ მასას გარჩეული მზესუმზირა და დაჭრილი ნიგოზი, კარგად აურიეთ.

დაადეთ კოვზით თითოეულ ორცხობილად ნიგვზის მასა და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 7 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნამცხვარი ორცხობილა გრილიაჟი ნანახია: 4275