თავდაპირველად დაჭერით პატონი კუბიკებად. დაუმატეთ 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, სოიოს სოუსი, პროვანსული ბალახები, 1 კბილი წმინდად დაჭრილი ნიორი. შეწვით ტაფაზე ან ღუმელში. დაჭერით ქათმის ფილე მოგრძო ნაჭრებად და დაამარინადეთ 20-30 წუთი 1 ს/კ ზეთის, 2 ს/კ სოიოს სოუსის, შავი პილპილისა და ქუნჯუთის ერთად არეულ მასაში. შემდეგ კი შეწვით ზეთში ყველა მხრიდან. ოღონდ ეცადეთ ძალიან არ გამოაშროთ. კრემ-ყველ "ფილადელფიაში" აურიეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, 1 კბილი წვრილად დაჭრილი ან პრესში გატარებული ნიორი, პილპილი. სველი ხელებით და ორი ჩაის კოვზით მეშვეობით გააკეთეთ ყველის მასისგან პატარა ბურთულები. დაჭერით ბულგარული წიწაკა მოგრძო ჩხირებად, ხახვი კი ნახევარწრეებად. ხელით დახიეთ სალათის ფოთლები (შეგიძლიათ გამოიყენოთ პეკინური კომბოსტოც). 4 ს/კ მაიონეზს დაუმატეთ 1 კბილი დაჭრილი ნიორი, შავი პილპილი და 1 ს/კ სოიოს სოუსი. ჩააწურეთ ნახევარი მანდარინის წვენი. სასალათეში ფენებად გაანაწილეთ დაჭრილი ბოსტნეული და ქათმის ხორცი. მოაყარეთ შემწვარი პური, მოასხით მაიონეზისგან მომზადებული სოუსი. სუფრასთან მიტანამდე მორთეთ მანდარინის ლებნებით. გემრიელად მიირთვით!