გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე, დაალაგეთ ბულგარული წიწაკა, მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი,, შედგით ღუმელში 15-20 წუთით, ანუ იქამდე, სანამ წიწაკის კანი არ დასკდება და არ გამუქდება. როცა მზად იქნება, ჩაყარეთ გაყინულ წყალში, თერმული შოკისთვის. მოაცილეთ მარტივად კანი, გაასუფთავეთ თესლისგან. დაჭერით წიწაკა მოგრძო ნაჭრებად, მოაწყვეთ ზემოდან დაჭრილი მოცარელა, მოასხით ზეითუნის ზეთი და ბალზამიკოს ძმარი, თუ საჭიროა, მოაყარეთ მარილი და პილპილი. გემრიელად მიირთვით!