ქათამი პროვანსულად
დრო 120წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შავი პილპილის მარცვალი - 7 ცალი
  • მარილი
  • პროვანსული სუნელი - 2 ჩ.კ
  • ნიორი - 5-6 კბ
  • ზეთისხილი - 100 გ
  • ხახვი - 2 თავი
  • პამიდორი - 400 გ
  • ქათამი - 1 კგ
  • კამის თესლი
1/2 ჩ.კ
  • ზეითუნის ზეთი - 40 მლ
მომზადების წესები
ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად. პამიდორს გავაცალოთ კანი, თელები და ზედმეტი წვენი, დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. ზეთისხილი გავჭრათ შუაზე.

შევაერთოთ ყველა ეს ბოსტნეული, დავამატოთ დანაყილი ნიორი და პილპილის მარცვლები, 1 ჩ.კ პროვანსული სუნელი, კამის თესლები და მარილი. გადავდოთ გვერდით და ქათამს მივხედოთ.

ქათამი საშუალო ნაჭრებად დავჭრათ და ამოვავლოთ ნარევში, რომელსაც პროვანსული ბალახების, დაკეპილი ნივრის, ზეითუნის ზეთისა და მარილისგან მოვამზადებთ.

ღუმელის ფორმაში გადავიტანოთ ბოსტნეულის ნაწილი, დავალაგოთ ხორცი და ზემოდან დარჩენილი ბოსტნეული დავადოთ. მოვასხათ ზეითუნის ზეთი. შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 1.15 სთ ან 1.30 სთ.