მოხარშეთ ქათმის ფილე მარილწყალში. გაფცქვენით ხახვი, დაჭერით წმინდად და მოხრაკეთ ზეთში. გაასუფთავეთ სოკო და დაჭერით წვრილად. დაუმატეთ ხახვს და ისიც მოხრაკეთ იქამდე, სანამ წვენი ბოლომდე არ ამოშრება. დაჭერით ქათმის ფილე კუბიკებად, დაუმატეთ სოკოსა და ხახვის მასას, აურიეთ, შემდეგ დაუმატეთ არაჟანი, სანელებლები. თუშეთ მინიმუმ 15 წუთი. შემდეგ გადადაეთ გევრდზე, რომ გაგრილდეს. გახეხეთ ყველი. აიღეთ პური-ფუნთუშები, მოაჭერით თავი, ამოუღეთ გული. აიღეთ ღმელის ფირფიტა, დააფინეთ პერგამენტი, დაალაგეთ გადაჭრილი ფუნთუშები, ამოავსეთ სოკოსა და ქათმის მასით, მოაყარეთ გახეხილი ყველი. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 7 წუთით. გემრიელად მიირთვით!