მოამზადეთ ყველა სანელებელი (დარიჩინი, მიხაკი, კარდამონი (ილი), მუსკატის კაკალი, დარიჩინი), აურიეთ ერთ ჯამში. დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. დააფარეთ ჯამს თავსახური და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გაწურეთ. ქვაბში ჩაასხით ბროწეულის წვენი, ჩაყარეთ მანდარინის ლებნები, დაუმატეთ სანელებლების ნაყენი. დადგით ცეცხლზე, ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე (70-80 გრადუსამდე). დაუმატეთ თაფლი, მოურიეთ და ჩაასხით ჭიქებში.