ჭარხალი დავჭრათ კუბებად, ბლენდერში დავაქუცმაცოთ და გავწუროთ. ფქვილს დავუმატოთ კვერცხი, მარილი, ჭარხლის წვენი და მოვზილოთ მაგარი ცომი, გადავაფაროთ ჩაის ტილო და გავაჩეროთ 30 წთ. შემდეგ გავაბრტყელოთ, და დავჭრათ პატარა წრეებად. გულსართის ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთმანეთში და დავდოთ დაჭრილ ცომზე, ზემოდან მეორე ცომი დავადოთ და ჩანგლით კარგად შევაწებოთ გვერდები. ქვაბით ავადუღოთ წყალი და ჩავყაროთ რავიოლები. ვხარშოთ 5-7 წთ.