გარეცხეთ ქამა სოკო და კარგად შეამშრალეთ, შემდეგ დაჭერით. პატარა სოკოები დატოვეთ მთელ-მთელი. ნიორი და ოხრახუში მაქსიმალურად წმინდად დაჭერით. კარგად გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და ისიც კარგად გაახურეთ, დაყარეთ სოკო და შეწვით თავახდილ ტაფაზე. დაუმატეთ მარილი, ოხრახური, ნიორი, აურიეთ და ხრაკეთ კიდევ 1 წუთი. ძალიან უხდება კარტოფილს როგორც პიურეს, ასევე შემწვარს. გემრიელად მიირთვით.