ათქვიფეთ კვერცხი და 150 შაქარი, დაუმატეთ არაჟანი და დარბილებული კარაქი და კვლავ ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ გამაფხვიერებელი და ფქვილი. უნდა მიიღოთ თხელი ცომი, მაგრამ არა ძალიან თხელი. დაისველეთ ხელები და დაიწყეთ ცომის დამუშავება. გააკეთეთ პატარა ბურთები და მოათვსეთ პერგამენტდაფენილ გამოსაცხობ ფირფიტაზე. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთი. მოხარშული შესქელებულ რძეს დაუმატეთ გარგრის ჯემი. საკვები საღებავი (დაგჭირდებათ თითო ცალი 5-5 გრამიანი ყვითელი და წითელი საღებავი) გახსენით ვაშლის წვენში ცალ-ცალკე ჭურჭელში. საღებავები შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ჭარხლის და სტაფილოს წვენით. ამ შემთხვევაში ფერი ისეთი მკვეთრი არ იქნება. გამომცხვარი ატმები გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ ცოტაოდენი გული, ამოავსეთ თითოეული ჯემისა და შესქელებული რძის მასით (შეგიძლიათ გულში ჩადოთ თხილი, ან ნუში), შეაერთეთ. დაასველეთ ატმები ჯერ წითელ, შემდეგ ყვითელ წვენში, ოდნავ შეამშრალეთ ხელსახოცით და ამოავლეთ შაქარში. გააჩერეთ 2-3 საათი, რათა ატმები კარგად "დამწიფდეს". გემრიელად მიირთვით!