სტაფილო გავხეხოთ, ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად და მოვშუშოთ. დავამატოთ ტომატ-პასტა, სუნელები, მწვანილი და მარილიამავდროულად, თევზი ადუღებულ მარილწყალში ჩავუშვათ რამდენიმე წუთით, შემდეგ გადავწუროთ, ფხებისგან გავათავისუფლოთ და საშუალო ზომის ნაჭრებად დავანაწევროთ. ქვაბში ჯერ ბოსტნეულის ნაწილი ჩავდოთ, შემდეგ თევზი და ისევ ბოსგტნეული. ვშუშოთ რამდენიმე წუთით, თევზის საბოლოო მომზადებამდე. 6 საათი მაცივარში გავაჩეროთ, რომ არომატი კარგად გაუჯდეს.