ჩანგლით გაქენით დარბილებული კარაქი ყველ ფეტასთან ერთად, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ლორი და ერთი ცალი ყვითელი ბულგარული წიწაკა, წმინდად დაჭრილი ოხრახუში. დაუმატეთ მარილი და პილპილი, კარგად აურიეთ. გარეცხეთ დარჩენილი 6 ცალი ბულგარული წიწაკა, ფრთხილად მოაჭერით თავი, ამოაცალეთ თესლი. ჩაის კოვზით გაავსეთ გასუფთავებული ბულგარულები ყველისა და ლორის მომზადებული ფარშით, დააფარეთ თავისივე თავსახურები და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.