კარტოფილი "აიდაჰო"
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 500 გ
  • პაპრიკა - 3 ჩ/კ
  • ქარის ფხვნილი - 1 ჩ/კ
  • კამა - 1 ჩ/კ
  • ზეითუნის ზეთი - 50 მლ
  • მარილი - 0,5 ჩ/კ
  • ნიორი - 4 კბილი
  • კურკუმა - 0,5 ჩ/კ
  • მდოგვი - 1 ჩ/კ
  • წყალი - 1 ლ
მომზადების წესები

ზედმიწევნით კარგად გარეცხეთ კარტოფილი კანიანად. მას ჩვენ კანიანად მოვამზადებთ. გაჭერით თითოეული კარტოფილი (ზომის მიხედვით) 4-8 ნაწილად.

აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი და მოხარშეთ კარტოფილი 2-3 წუთის განმავლობაში.

მარილს შეურიეთ ყველა სანელებელი, რომელიც ინგრედიენტებშია მოცემული. გაფცქვენით ნიორი და დაჭერით წვრილად. დაუმატეთ მარილსა და სანელებელს, ასევე დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და მდოგვი და კარგად აურიეთ.

გადაუქციეთ მოხარშულ კარტოფილს წყალი, დაასხით მომზადებული მარინადი და კარგად აურიეთ.

გააჩერეთ ცოტა ხანს, რომ მარინადი კარტოფილს გაუჯდეს. მანამდე გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. შემდეგ დაალაგეთ კარტოფილის ნაჭრები კანით ქვემოთ გამოსაცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 20-30 წუთის განმავლობაში.

მიირთვით ნებისმიერ სოუსთან ერთად. თუ მარხვაზე არ ხართ, გამოიყენეთ ხორციანი კერძების გარნირად.