სოიოს სოუსში აურიეთ თაფლი და მდოგვი. მოათავსეთ ორაგულის ფილე პერგამენტდაფენილ გამოსაცხობ ფირფიტაზე (თუ კანიანი ფილეა, დადეთ კანით დაბლა), მოასხით სოიოს სოუსი და მოათვსეთ 180-190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთით. სუფრასთან მიიტანეთ რუკოლას სალათის ფოთლებთან ერთად, მოასხით გამოცხობის შემდეგ დარჩენილი წვენი პირდაპირ გამოსაცხობი ფირფიტიდან. გემრიელად მიირთვით!