წვრილად დაჭერით ბოსტნეული, გახეხეთ ყველი. გაახურეთ ტაფაზე ზეთი და მოხრაკეთ ბოსტნეული რიგრიგობით, ჯერ ხახვი (5 წუთი), შემდეგ ბულგარული წიწაკა (3 წუთი), შემდეგ ყაბაყი (5 წუთი). დაუმატეთ მარილი და პილპილი, ასევე ბაზილიკი. გადმოდგით ცეცხლიდან. გამოსაცხობ, ღრმა ფორმას წაუსვით ტომატპასტა და დააფინეთ ლაზანიას ფირფიტების პირველი ფენა. შემდეგ წაუსვით კვლავ ტომატპასტა, გაანაწილეთ ბოსტნეულის რაგუ და მოაყარეთ გახეხილი ყველის 1/3. დაალაგეთ ინგრედიენტები იგივე თანამიმდევრობით, სანამ არ ამოიწურება ყველაფერი, ბოლოს მოაყარეთ გახეხილი ყველი. აცხვეთ ლაზანია 30-40 წუთი 180-190 გრადუსზე. აკონტროლეთ, რომ ყველი არ დაიწვას. დეტალურად მომზადების წესი ნახეთ ვიდეოგაკვეთილში.