თავიდანვე ჩართეთ ღუმელი და გაახურეთ 170 გრადუსზე. მოხალეთ თხილი მშრალ ტაფაზე. გააგრილეთ და დააქუცმაცეთ ბლენდერით. "პეჩენიაც" დაფხვენით ბლენდერის საშუალებით. ღრმა ჯამში მოათავსეთ დარბილებული კარაქი, დაუმატეთ შაქარი (ჩვეულებრივი, ყავისფერი, ვანილის) და ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი. ცალკე ჯამში გაცერით ფქვილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი, მარილი, დარიჩინი და დაფქვილი თხილი. დაუმატეთ მაწონი (ან კეფირი) და კარგად აურიეთ. შემდეგ შეაერთეთ ორივე მასა. სილიკონის ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ცოტაოდენი დაფხვნილი "პეჩენია" და კოვზით გადაიტანეთ ცომი. მოასწორეთ და მოათავსეთ ღუმელში 50-60 წუთი. გამოიღეთ ღუმელიდან კექსი, ოდნავ შეაგრილეთ და ფრთხილად გადმოიღეთ ფორმიდან. მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!